Giving Your Business Some Great Ideas
Performance Marketing
ჩვენ ვართ პერფორმანს მარკეტინგის სპეციალისტები – ვქმნით და ვმართავთ სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც ორიენტირებულია გაზომვადი შედეგების მოტანაზე. ვადევნებთ თვალს ყველა მოქმედებას, ვაკეთებთ ოპტიმიზაციას საუკეთესო ROI-სთვის და ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ბიუჯეტი რეალურ ბიზნეს ზრდას მოიტანს. ყველაფერი ციფრებზე დგას!
ზრდის სტრატეგია
ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს მდგრადი ზრდის შესაძლებლობების ამოცნობაში. ვაანალიზებთ პროდუქტს, ბაზარს და მომხმარებლის ქცევას, რათა შევქმნათ მიზნობრივი სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: მომხმარებლების მოზიდვას, შენარჩუნების მექანიზმებს, ბრენდის სწორ პოზიციონირებას და გაყიდვების სტრატეგიას. ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ გაზრდაში — სწრაფად და ჭკვიანურად.
SEO და კონტენტ მარკეტინგი
ვქმნით კონტენტს, რომელიც ასწავლის, აინტერესებს და აძლევს აუდიტორიას ღირებულ ინფორმაციას - რაც ამოსავალი წერტილია კონტენტ მარკეტინგისთვის. პარალელურად ვიყენებთ SEO-ს საუკეთესო პრაქტიკებს, რათა კონტენტი აღმოჩნდეს სწორი ადგილას საძიებო სისტემებში. ეს დუეტი იძლევა ორგანულ ტრეფიკს და აძლიერებს ბრენდის ავტორიტეტს ციფრულ სივრცეში.
პროდუქტის დიზაინი
ჩვენთვის პროდუქტის დიზაინი და ბრენდინგი ერთი მონეტის ორი მხარეა. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ფუნქციურ პროდუქტებს — ვქმნით ბრენდულ გამოცდილებებს. ვიწყებთ ბრენდის ღრმა შესწავლით: მისი მიზანი, ტონი, აუდიტორია და მესიჯი ჩვენთვის ამოსავალი წერტილებია. საბოლოოდ, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ხდება UI დიზაინერული გადაწყვეტილებების საფუძველი.
ანალიტიკა და რეპორტინგი
ჩვენ ვადევნებთ თვალს და ვაანალიზებთ თქვენი მარკეტინგის პერფორმანსს, რათა მოგაწოდოთ მკაფიო, მონაცემებზე დაფუძნებული ინსაითები. რეგულარული რეპორტების საშუალებით გაჩვენებთ, რა მუშაობს, რა საჭიროებს გაუმჯობესებას და სად არის ზრდის საუკეთესო შესაძლებლობები – გეხმარებით უფრო ჭკვიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, უფრო სწრაფად. მოკლედ, ციფრებით გელაპარაკებით.
