123456

ბრენდინგის მნიშვნელობა

stujex.ge

In ბლოგი Posted

ბრენდინგი ნებისმიერი ბიზნესის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეფექტური ბრენდის სტრატეგია დიდ  უპირატესობას ანიჭებს  კონკურენტუნარიან ბაზრებზე. მაგრამ რას ნიშნავს “ბრენდირება”? როგორ იმოქმედებს ის  ბიზნესზე?

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ბრენდი მომხმარებლისთვის დაპირებაა. ეს მათ ეუბნება, თუ რას უნდა ელოდონ თქვენი პროდუქტიდან თუ მომსახურებიდან,ასევე რით გამოირჩევით კონკურენტებისგან. ბრენდინგის მეშვეობით თქვენ ამბობთ სათქმელს -ვინ ხართ? ვინ ხართ, ვინ გინდა იყოთ და ვინ გინდათ აღგიქვათ.

ზუსტი ბრენდინგის გასაკეთებლად საჭიროა წინასწარ განსაზღვროთ თქვენი ბრენდი,რაც გავს საკუთარი თავის გამოვლენას.ამისათვის საჭიროა , რომ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  • რა არის თქვენი კომპანიის მისია?
  • რა არის თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების ბენეფიტი?
  • რას ფიქრობენ თქვენი მომხმარებლები თქვენს პერსპექტივებზე?
  • რა ნიშნით გსურთ დაგინახონ და გამოგარჩიონ მომხმარებლებმა?

გააკეთეთ მცირე კვლევა,გაიგეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები,მოისმინეთ მომხმარებლის სურვილები და რჩევები. ნუ დაეყრდნობით საკუთარ ფიქრებს,მთავარია რას ფიქრობენ ისინი.

ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ,როგორ გამოჩნდეთ ბაზარზე?აქ მოცემულია რამდენიმე დროში გამოცდილი რჩევა:

  • შექმენით ლოგო
  • ჩამოწერეთ თქვენი ბრენდის მესიჯები
  • მოახდინეთ ბრენდის ინტეგრირება
  • შეიმუშავეთ თაგლაინი
  • შექმენით შაბლონები და შექმენით ბრენდის სტანდარტები თქვენი მარკეტინგის მასალებისთვის
  • იყავით თქვენი ბრენდის ერთგული
  • დაიცავი თანმიმდევრობა

 

 

0 Comments

Leave a Comment