ბრენდინგი ნამდვილად არ არის მარტივი და მსუბუქი თემა, რომელზეც ამომწურავად შეიძლება ვისაუბროთ. უამრავი წიგნი, სტატია, პუბლიკაცია არსებობს იმის შესახებ თუ რა არის ბრენდინგი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ბრენდი მხოლოდ რამდენიმე ელემენტისგან შედგება –  ფერები, შრიფტი, ლოგო, სლოგანი. სინამდვილეში ბრენდი გაცილებით რთული და კომპლექსურია. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი არის კომპანიის ზოგადი  იმიჯი, ხალხის აღქმა კომპანიის შესახებ.  ის შთაბეჭდილება, რომელსაც კომპანია ტოვებს  მომხმარებელზე.  ეს შთაბეჭდილება შეიძლება ბევრმა ფაქტორმა მოახდინოს,  მაგალითად: კომპანიის რეკლამებმა, კლიენტების მომსახურებამ, ლოგომ, სლოგანმა.

თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ბრენდი არ არის მხოლოდ გარკვეული ფერების, სლოგანის, ლოგოს ერთობლიობა.  ყველაფერი რასაც კომპანია ქმნის, რასაც აკეთებს, რასაც ამბობს, რისიც სჯერა და რატომაც არსებობს ბრენდის ნაწილია.

ბრენდის აღსაქმელად ხშირად მომხმარებელს ეხმარება ის ვიზუალური ელემენტები რომლებიც კონკრეტული კომპანიის და ბრენდის იდენტიფიცირებაში ეხმარება:

 

  • ლოგო
  • კომპანიის მიერ დაბრენდილი ნივთები (Letterhead + ბიზნეს ბარათი + კონვერტები და ა.შ.)
  • მარკეტინგის უზრუნველყოფა (ფლაერები, ბროშურები, წიგნები, საიტებზე და ა.შ.)
  • პროდუქტები და შეფუთვა
  • დიზაინი (ტანსაცმლის დიზაინი რომელსაც ატარებენ თანამშრომლებს, (ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი))
  • შეტყობინებები და მოქმედებები (კომუნიკაციის არაპირდაპირი ან პირდაპირი რეჟიმებით გადმოცემული შეტყობინებები)

ჩვენი ბლოგი

საიტის...

საიტს კორპორატიული იმიჯის...

Google Adwords

გეძლევათ შესაძლებლობა გაზარდოთ...

რა არის...

ლოგოები გვეხმარებიან ბრენდის...